ვინ იყო ელზა სკიაპარელი და რატომ მიიჩნევა ის XX საუკუნის ყველაზე თამამ კუტურიედ?
ეს არის ისტორია ქალზე, რომელმაც მაღალი მოდის შესახებ წარმოდგენა სამუდამოდ შეცვალა. სანამ კოკო შანელი ქალებს ელეგანტურობას ასწავლიდა, ელზა სკიაპარელი კაბებს ხელოვნების ნიმუშებად, ხოლო პოდიუმს ყველაზე გაბედული ფანტაზიების სივრცედ აქცევდა.
ლექციაზე გაიგებთ:
ვინ იყო ელზა სკიაპარელი და რატომ უწოდებენ მას XX საუკუნის ყველაზე თამამ კუტურიეს;
როგორ აქცია ფილოსოფიამ, სიურეალიზმმა და დიდ მხატვრებთან მეგობრობამ მისი კოლექციები ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებად;
მოდის სახლის ყველაზე ცნობილი ქმნილებების ისტორიებს — ლობსტერიანი კაბა, ჩონჩხის კაბა, ფეხსაცმლის ფორმის ქუდი, ლეგენდარული Shocking Pink და სხვა მოდური რევოლუციები;
რატომ უსწრებდა Schiaparelli თავის ეპოქას ათწლეულებით და როგორ შეცვალა მაღალი მოდის ენა;
როგორ დაბრუნდა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში დახურული მოდის სახლი მსოფლიო ყურადღების ცენტრში;
ვინ არის Daniel Roseberry და როგორ დაუბრუნა მან Schiaparelli-ს haute couture-ის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მოდის სახლის სტატუსი. განვიხილავთ მის ყველაზე ცნობილ კოლექციებს, ანატომიურად შთაგონებულ სამკაულებს, სკულპტურულ სილუეტებს და იმას, თუ როგორ გადააზრა მან ელზა სკიაპარელის მემკვიდრეობა XXI საუკუნისთვის.