კინო და არქიტექტურა “ხელოვნების ფონდ ანაგში”
For English, please scroll down
VILLA TUGENDHAT – ᲐᲠᲥᲘᲢᲔᲥᲢᲣᲠᲐ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲡᲘᲕᲠᲪᲔ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲘᲡ ᲖᲔᲬᲝᲚᲘᲡ ᲤᲝᲜᲖᲔ
“ვილა თუგენდატი” (ჩეხეთის რესპუბლიკა, 2013)
რეჟისორი: დიტერ რეიფარტი
117 წთ. ორიგინალური ვერსია (გერმანული) ინგლისური სუბტიტრებით
19 თებერვალი, 20:00
”ხელოვნების ფონდი ანაგის” კინოდარბაზი. ზურაბ ავალიშვილის ქ. 12
დასწრება უფასოა
კინოჩვენების შემდეგ, გაიმართება დისკუსია მოწვეულ სტუმრებთან
დისკუსიების სამუშაო ენა: ქართული
დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/wi3Km7gYw3f7fhtu5
ფილმი მოგვითხრობს არქიტექტორ ლუდვიგ მის ვან დერ როეს ერთ-ერთ შედევრზე – ვილა თუგენდატზე, რომელიც 1928–1930 წლებში გრეტა და ფრიც თუგენდატებისთვის ბრნოში, ჩეხეთში აშენდა. ვილა თანამედროვე არქიტექტურის უნიკალური ნიმუშია, რომლის მშენებლობისას, იმ დროისათვის უჩვეულო სამშენებლო მეთოდები და ძვირადღირებული მასალა გამოიყენეს. შენობა, ერთდროულად, არქიტექტორის უტოპიურ ხედვასა და მისი დამკვეთების მაღალ სოციალურ სტატუსსა და ცხოვრების კოსმოპოლიტურ წესს გამოხატავს.
დოკუმენტური ფილმი მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს, მის მაცხოვრებლებსა და ისტორიულ მოვლენებს ერთ სიბრტყეში წარმოაჩენს. 1938 წელს, ჩეხეთის ნაცისტური ოკუპაციის დროს, თუგენდატების ოჯახი იძულებული იყო, ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი ვენესუელაში გადასახლებულიყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, შენობაში სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, მოგვიანებით - ფიზიოთერაპიის ცენტრი და საშუალო სკოლა.
“ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ, ვილა მნიშვნელოვანი პოლიტიკურ სცენად იქცა. მასში ჩეხოსლოვაკიის დაშლის თაობაზე მოლაპარაკებები გაიმართა. აქვე გამოაცხადდა, რომ 1993 წლის იანვრიდან, ჩეხოსლოვაკია ორ სახელმწიფოდ გაიყოფოდა. 2001 წელს, შენობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა, როგორც ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობის მქონე ნაგებობა.
დიტერ რეიფარტი არქიტექტურული ძეგლითა და ათწლეულების მანძილზე მის გარშემო მიმდინარე სამართლებრივი დავით დაინტერესდა. ფილმში რეჟისორი თუგენდატების ოჯახის საოცარ მოთმინებასა და ალტრუიზმზე მოგვითხრობს. ოჯახმა სახლში მხოლოდ 8 წელი იცხოვრა, 70 წელი კი მის დაკარგვასთან გამკლავებას მოანდომა.
___
ირინა ქურთიშვილის საავტორო პროექტი - “ᲤᲘᲚᲛᲘ ᲓᲐ ᲐᲠᲥᲘᲢᲔᲥᲢᲣᲠᲐ” ფონდის სივრცეში 12 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის პირველ ციკლში რვა ფილმი იქნება წარმოდგენილი.
სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/bogk7
___
პროექტის კურატორის შესახებ:
ირინა ქურთიშვილი - ცნობილი ხელოვანი, კურატორი და სცენოგრაფია, რომელიც გერმანიასა და საქართველოში მოღვაწეობს. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, მისი ინიციატივითა და ავტორობით, თბილისში, ფრანკფურტში, ბერლინში, ვენასა და ციურიხში არაერთი არქიტექტურული, მხატვრული და კინემატოგრაფიული პროექტი განხორციელდა.
დეტალები იხილეთ:
www.irinakurtishvili.com
www.architectureambience.com
ხელოვნების ფონდი „ანაგი“, თბილისი აერთიანებს საქართველოს ხელოვნების მემკვიდრეობას კვლევაზე დაფუძნებულ ინოვაციურ კურატორობასთან და გლობალურ თანამშრომლობასთან.
