წელიწადში ორჯერ ჩვენს სივრცეში ტარდება დებატების სკოლა, სადაც ვავითარებთ საჯარო გამოსვლის უნარებს, ვსწავლობთ აზრების მკაფიოდ ფორმულირებას და აუდიტორიის ყურადღების შენარჩუნებას. ასევე ვსაუბრობთ რთულ, დისკომფორტულ და სადავო საკითხებზე.
ყოველ საღამოს გველოდება დამატებითი პროგრამა: სპორტული თამაშები, ბუნებაში შეხვედრები, გიტარის საღამო და წვეულება ბოლო დღეს — ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, არა მხოლოდ საჯარო გამოსვლის გამოცდილების მისაღებად, არამედ ახალი მეგობრების შესაძენად.
პოსტის სლაიდებში Frame-ის კოორდინატორი მაქსიმ ივანცოვი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას დებატებში და პასუხობს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს.