ვერა ფაღავა - «მდუმარე ქალაქები» თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ვერა ფაღავა - «მდუმარე ქალაქები»

ვერა ფაღავა - «მდუმარე ქალაქები»

ვერა ფაღავა დაიბადა საქართველოში, თბილისში, 1923 წელს კი ოჯახთან ერთად გადასახლდა მონრუჟში, პარიზის შემოგარენში. მან თავდაპირველად კარიერა დაიწყო როგორც ფიგურაციულმა მხატვარმა. მუშაობის დროს იყენებდა სხვადასხვა მედიუმს: ზეთს ტილოზე, გრაფიკას, გუაშსა და აკვარელს ქაღალდზე, ვიტრაჟებს, დიზაინს ქსოვილზე. გამოფენაზე წარმოდგენილია 1950-იანი წლებიდან 1980-იან წლებამდე შესრულებული ნამუშევრები.  ვერა ფაღავას შემოქმედებაში ესაა გადამწყვეტი პერიოდი, როდესაც ის თანდათანობით გადადის ფერწერულ ტილოებზე ფორმების აბსტრაჰირებაზე. მისი შემოქმედების მცოდნეები ხშირად ახასიათებდნენ „ქალაქებს“, როგორც „მდუმარე არქიტექტურას“, ამ მოტივს მხატვარი ხშირად უბრუნდებოდა შემდგომ წლებში. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები ფიგურაციას სცილდებოდა, ის ხშირად არქმევდა მათ რეალური ადგილებისა და ქალაქების სახელწოდებებს.გამოფენაზე წარმოდგენილია AC/VP კოლექცია და, ასევე, ნამუშევრები საჯარო და კერძო კოლექციებიდან. ამ ნამუშევართაგან დამთვალიერებელი იხილავს, ფერწერულ ტილოებს რომლებიც ერთ დროს გალერეა „დარიალში“ იყო გამოფენილი. გალერეა „დარიალის დამფუძნებლის თამარ ტარასაშვილი-ტალის ინიციატივით პირველად მოექცა ყურადღების ცენტრში ვერა ფაღავას ქალაქების სერია (დაახლ. 1976 წ.). გამოფენა ამავდროულად გვაცნობს ისტორიულ დოკუმენტებსა და ფოტოებსაც, რომლებიც წარმოაჩენს ვერა ფაღავას მიერ შესრულებულ ფართომასშტაბიან არქიტექტურულ პროექტებთან დაკავშირებულ დაკვეთებს. გამოფენაზე „მდუმარე ქალაქები“ ასევე გავეცნობით სახელოვნებო წიგნებს, რომლებიც პოეტსა და გამომცემელთან, პიერ ლეკიუირთან თანამშრომლობით შეიქმნა. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ისინი მრავალ პროექტზე მუშაობდნენ ერთად. მათ შორის იყო „პასარგადები“ (1977) და „მეტაფიზიკური ლექსები“ (1978). თითოეული ამ პუბლიკაციისთვის ვერა ფაღავამ შექმნა ქსილოგრაფიები და მშრალი ნემსით შესრულებული გრავიურები, რომლებიც ჰარმონიულად ეხამებოდა ლეკიუირის პოეტურ კომპოზიციებს. სამუშაო საათები:ორშაბათი - შაბათი: 10:00-20:00გამოფენის ხანგრძლივობა:30.03.2024 - მდე
ვერა ფაღავა - «მდუმარე ქალაქები»
7 K. Marjanishvili, Tbilisi
advertising

აღწერა

მდუმარე ქალაქები
ვერა ფაღავა
18:00 – 20:00 საათი
 
თიბისი და ვერა ფაღავას კულტურული ასოციაცია (AC/VP) წარმოგიდგენთ ქართული წარმოშობის ფრანგი მხატვრის ვერა ფაღავას (1907-1988) გამოფენას სახელწოდებით „მდუმარე ქალაქები“. გამოფენაზე თავმოყრილია ვერა ფაღავას ფერწერული ტილოები, აკვარელები და ნახატები იმ ნამუშევართა ნაკრებიდან, რომელთა მთავარი თემაა ქალაქები და არქიტექტურა.

ფოტო და ვიდეო

ვერა ფაღავა - «მდუმარე ქალაქები»

ადგილი

თიბისი კონცეპტი
თიბისი კონცეპტი
7 K. Marjanishvili, Tbilisi
თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების მთავარი ინსპირაცია ადამიანები და მათი ინტერესებია. კონცეპტის მიზანია გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, აქ, ახლა მისცეს მეტი დრო ახალი აღმოჩენებისთვის, მიზნებისა თუ გეგმების შესასრულებლად
ამ ადგილის ყველა ღონისძიება