ვენეცია
ვენეცია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი იყო — მდიდარი საზღვაო რესპუბლიკა, სადაც პოლიტიკა თეატრს ერწყმოდა, რელიგია — მუსიკას, ხოლო ყოველდღიური ცხოვრება — უსასრულო დღესასწაულებს. სწორედ აქ დაიბადა ოპერის ხელოვნება, აყვავდა კარნავალები და ჩამოყალიბდა უნიკალური მუსიკალური ტრადიცია, რომელმაც ვენეცია თავისი ეპოქის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ ცენტრად აქცია.
ლექციაზე განვიხილავთ:
რატომ გაჩნდა ვენეცია ასეთ უნიკალურ ბუნებრივ პირობებში?
როგორ ჩამოყალიბდა ვენეციის რესპუბლიკა შუა საუკუნეების მონარქიებს შორის?
როგორ მოუტანა ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობამ ვენეციას ხმელთაშუა ზღვის სავაჭრო გზებზე კონტროლი?
რატომ იყო კარნავალები ქალაქის სტაბილურობისა და საზოგადოებრივი სიმშვიდის მნიშვნელოვანი ნაწილი?
როგორ იქცა ვენეცია საოპერო ხელოვნების დედაქალაქად?
როგორი იყო მუსიკალური ცხოვრება მონასტრებსა და არისტოკრატთა სასახლეებში?
ქართული ნატურალური ხელოსანი ღვინო
ევროპული სამზარეულო ქართული ელფერით
საუზმე მთელი დღის განმავლობაში
შინაური ცხოველებისადმი მეგობრული.