აღწერა
1 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, საქართველოს სინფონიეტასთან ერთად, საიუბილეო ფესტივალს, ვენეციური ბაროკოს კონცერტით გახსნის მსოფლიოში აღიარებული, თავისი ქარიზმით მომაჯადოებელი, ვენეციელი ვირტუოზი ჩელისტი დავიდე ამადიო. ვენეციური ბაროკოს ჯადოსნური მუსიკა, ბაროკოს ინსტრუმენტებზე შესრულდება.