Vendredi Sur Mer Live თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Vendredi Sur Mer Live

Vendredi Sur Mer Live

Vendredi Sur Mer Live
2 Dzmebi Kakabadzeebi Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 60
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ფრანგული პოპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე - Vendredi Sur Mer მონოჰოლში!

 

ფრანგი-შვეიცარიელი არტისტი Vendredi Sur Mer თვითმყოფადი მუსიკით გამოირჩევა. მაჰიპნოზებელი ნოტები, ჩურჩულით ნათქვამი მნიშვნელოვანი სიტყვები და ყოველთვის დასამახსოვრებელი შოუები - ნამდვილად ახალი სიტყვაა თანამედროვე სცენაზე. 

 

არტისტის ნამდვილი სახელია შარლინ მინიო (Charline Mignot) და, სანამ თავს მუსიკაში გამოცდიდა, ის წარმატებული ფოტოგრაფი იყო. ალბათ ამიტომაცაა, რომ მისი შემოქმედება განსაკუთრებული დრამატურგიით გამოირჩევა - თითქოს ყოველი ახალი კომპოზიცია ახალ ამბავს ჰყვება და განსხვავებულ ემოციებს აღძრავს.

 

სინთ-პოპი, მომნუსხველი ელექტრონული რიტმი და 80-იანების ნოსტალგია, რომელსაც გულწრფელი, პოეტური ტექსტი ახლავს თან - Vendredi Sur Mer-ის თბილისური შოუ ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ.

 

Luneup:

 

22:00- Haverdi

 

23:00-Vendredi Sur Mer

ფოტო და ვიდეო

Vendredi Sur Mer Live

ადგილი

მონოჰოლი
საკონცერტო სივრცე ცოცხლი შესრულების მუსიკისთვის
ამ ადგილის ყველა ღონისძიება