ზოგი სიმღერა დიდ სცენასა და სრულ ჯგუფს არ საჭიროებს — ისედაც განსაკუთრებულად ჟღერს.
გელოდებით აკუსტიკურ საღამოზე, სადაც მოისმენთ ემი უაინჰაუსის, ნინა სიმონის, კას ელიოტისა და სოულის, ჯაზისა და ბლუზის სხვა გამორჩეული შემსრულებლების მუსიკას. ქალის ვოკალი და აკუსტიკური გიტარა ნაცნობ სიმღერებს უფრო ნაზ და პირად ჟღერადობას შესძენს. საღამოს პროგრამაში სოულის კლასიკა და ბლუზური კომპოზიციებიც იქნება — ისეთები, რომლებსაც პირველივე ნოტებიდან იცნობთ.
მოეწყვეთ მყუდროდ, შეუკვეთეთ სასმელი და ისიამოვნეთ ცოცხალი მუსიკით ნილოში — ძველი თბილისის გულში მდებარე მყუდრო სივრცეში.
კაფე – ბარი – რესტორანი ძველ თბილისში
ახალი, თბილი ადგილი ქალაქის გულში
სამუშაო საათები:
ორშ – კვი: 10:00 – 23:00
პარ – შაბ: 10:00 – 00:00