დიდი სილამაზე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
დიდი სილამაზე

დიდი სილამაზე

დიდი სილამაზე
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან 15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

არისტოკრატი ქალები, პოლიტიკოსები, მაღალი დონის დამნაშავეები, ჟურნალისტები, მსახიობები, დიდგვაროვანი ოჯახების დეგრადირებული შთამომავლები, მღვდლები, მხატვრები, ჭეშმარიტი თუ მოჩვენებითი ინტელექტუალები... ყველა ისინი შთანთქა თანამედროვე ბაბილონმა, სანამ ისინი ჩაფლულნი არიან ამაო ცხოვრებაში ძველებური სასახლეების, გიგანტური ვილებისა და ბრწყინვალე ტერასების ფონზე.

აპათიური და იმედგაცრუებული 65 წლის ჯეპ გამბარდელა – სორენტინოს ტიპური გმირია: შთამბეჭდავი მამაკაცი, ლამაზი სახელით, სერიოზული სახითა და მტანჯველი სულიერი მდგომარეობით. მწერალი და ჟურნალისტი, რომელიც ხელიდან არ უშვებს ჯინ-ტონიკის ჭიქას, იგი აკვირდება გავლენიან, მაგრამ ცარიელ და დაკარგულ ადამიანთა დამთრგუნველ აღლუმს.

„ნახევარი საუკუნის წინ გვყავდა ფედერიკო ფელინი. დღეს ჩვენ გვყავს პაოლო სორენტინო, რომელიც მანამდე უბრალოდ საინტერესო იტალიელ რეჟისორად ითვლებოდა (ბევრის თვალში კი – „ყველაზე საინტერესო“), ახლა კი ავტორია ფილმისა „დიადი სილამაზე“, რომელიც სურვილს გვიჩენს, დავარქვათ მას XXI საუკუნის „ტკბილი ცხოვრება“. რა ცხოვრება – ისეთი სიტკბო; რა ეპოქა – ისეთი ფელინი. შესაძლოა, სორენტინო მხოლოდ პაროდიას, პარაფრაზს, შედევრის ფართო ციტირებას ისახავდა მიზნად, მაგრამ მისი ფილმი ისეთივე დაუნდობელი მატიანეა თანამედროვე გლამურის, როგორიც თავის დროზე „ტკბილი ცხოვრება“ იყო.“
— ანტონ დოლინი

ფოტო და ვიდეო

დიდი სილამაზე

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება