პროგრამაშია: იოჰან სებასტიან ბახის (1685-1750), ფელიქს მენდელსონ-ბართოლდის (1809 – 1847), სეზარ ფრანკის (1822-1890), იოჰან კრისტიან ჰაინრიხ რინკის (1770-1846) და რომან კრასნოვსკის (1955*) ნაწარმოებები.
ფოტო და ვიდეო
ადგილი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
8, Griboedov street, Tbilisi
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.