მოძრავი ღრუბლები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
მოძრავი ღრუბლები

მოძრავი ღრუბლები

მოძრავი ღრუბლები
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან 15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

ილონა უფროსი ოფიციანტია რესტორან „დუბროვნიკში“, მაგრამ მეპატრონის შეცვლის შემდეგ მას სამსახურიდან ათავისუფლებენ. სამსახურიდან ათავისუფლებენ მის ქმარსაც, ტრამვაის მძღოლს. ქვეყანაში რეცესიაა, სამუშაო ცოტა... მაგრამ ეს ხომ კაურისმაკია, ასე რომ, არ იფიქროთ: ყველაფერი კარგად იქნება.

ფილმი ეძღვნება კაურისმაკის საყვარელი მსახიობის, მატი პელონპიას ხსოვნას, რომელიც გადაღებების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბავშვის ფოტოსურათი, რომელსაც ფილმში ილონა სევდიანად უყურებს, სწორედ მატი პელონპიას ბავშვობის სურათია.

გადაღებების დასრულების შემდეგ კაურისმაკიმ თავის ძმასთან ერთად „დუბროვნიკის“ რესტორანი შეიძინა და იგი არაყის ბარად გადააკეთა.

ოჰ, როგორ გვიყვარს კაურისმაკი! გვიყვარს ჯიმ ჯარმუშის სტილის დახვეწილი იუმორისთვის (ისინი, სხვათა შორის, მეგობრები არიან). ტიპური ფინური ნაღველ-მელანქოლიისთვის, რომელიც გაურკვევლად, მაგრამ მყარადაა შერეული ოპტიმიზმთან. და იმ სითბოსთვის, სიყვარულისთვის, რომელიც აქვს მის პერსონაჟების, მაყურებლებისა და მთელი სამყაროს მიმართ, თუნდაც სამყარო ხშირად ცინიკური და ცივი იყოს.

ეკუმენიკური ჟიურის პრიზი და „ოქროს პალმის რტოს“ ნომინაცია კანის კინოფესტივალზე.

ფოტო და ვიდეო

მოძრავი ღრუბლები

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება