ჩვენი ტრადიციული „ვამპირების ბოლი“ ბრუნდება — ღონისძიება 7 ნოემბერს, ჰელოუინიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.
თუ ჰელოუინი ქაოსია, „ვამპირების ბოლი“ — მისტიკის, ფუფუნებისა და ბნელი ესთეტიკის ღამეა. სანთლები, ხავერდი, წითელი განათება, გოთური ატმოსფერო, იდუმალი სტუმრები და შეგრძნება, თითქოს უძველესი ვამპირული კლანების შეკრებაზე მოხვდით.
ეს ბილეთების წინასწარი გაყიდვის საწყისი ეტაპია; სრულ პროგრამასა და აქტივობებს მოგვიანებით გაგიზიარებთ.