ვალენტინობის ვახშამი – სიყვარულის საღამო თბილისი მარიოტში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ვალენტინობის ვახშამი – სიყვარულის საღამო თბილისი მარიოტში

ვალენტინობის ვახშამი – სიყვარულის საღამო თბილისი მარიოტში

ვალენტინობის ვახშამი – სიყვარულის საღამო თბილისი მარიოტში
13 Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან100
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

14 თებერვალს თბილისი მარიოტი გიწვევთ ვალენტინობის ვახშამზე. სტუმრებს დახვდებათ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი სამკერძიანი სეტ მენიუ, სადაც კერძები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.


თითოეულ კერძს ახლავს მასთან შეხამებული ღვინო, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს მათ გემოსა და არომატს. ვახშამი შექმნილია თბილისი მარიოტის აღმასრულებელი შეფის, ლერი დარსაველიძის მიერ.


საღამოს ატმოსფეროს დაამშვენებს ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი მსუბუქი დეკორატიული აქცენტები და ცოცხალი აკუსტიკური მუსიკა, პიანინოს თანხლებით — ცნობილი რომანტიკული ჰიტები ქართული კინოფილმებიდან და პოპულარული მსოფლიო სიმღერები.


* ღონისძიება განკუთვნილია 18+ სტუმრებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - +995 511 779 220

ფოტო და ვიდეო

ვალენტინობის ვახშამი – სიყვარულის საღამო თბილისი მარიოტში

ადგილი

Tbilisi Marriott Hotel
სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, ყოფილი სასტუმრო „მაჟესტიკი“ — შოთა რუსთაველის გამზირზე N13-ში მდებარე სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით აშენებული სასტუმრო. მშენებლობა 1911 წელს დაიწყო თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის ალექსანდრ ოზეროვის პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა შექმნა 1915 წელს. სწორედ ტერ-მიქელოვისეულია ნაგებობის „შეზნექილი“ ფასადი და გიორგი ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს. ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-92 წლების თბილისის ომის დროს. ომის დროსვე განადგურდა მისი არქივი. 2002 წელს მოხდა შენობის რესტავრაცია. მასში განთავსდა Marriott-ის ქსელის სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება