ჯგუფ OQJAV-ის (Окуджав) ფრონტმენი და სიმღერების თანაავტორი ვადიკ კოროლიოვი Papers-ის ბარში სოლო კონცერტს გამართავს და შეასრულებს მსმენელისთვის საყვარელ, იშვიათ და ახალ სიმღერებს.
OQJAV — ლეგენდარული ინდი-ტრიოა, რომელიც 2013 წელს მოსკოვში შეიქმნა. ჯგუფს მიღებული აქვს პრემიები და ნომინაციები, მათ შორის „Степной волк“, „Золотая горгулья“, MTV Music Awards, „Кинотавр“ და ფესტივალ „Усадьба Jazz“-ის ჯილდოები.
2022 წლიდან, ვადიკის ემიგრაციის გამო, ჯგუფის წევრები მუსიკაზე დისტანციურად მუშაობენ.