ტონი ვენდისი — ყოფილი პლეიბოი და დიდი ტენისის ვარსკვლავი, რომელიც თავის მშვენიერი ცოლის, მარგოს, ქონებას ფლანგავს — დანაშაულის ჩადენას გადაწყვეტს მაშინ, როცა გაიგებს, რომ შესაძლოა მისი მილიონები დაკარგოს, რადგან მარგო გატაცებულია ამერიკელი დეტექტიური რომანების ავტორით — მარკ ჰოლიდეით.
ტონი ამზადებს იდეალური მკვლელობის გეგმას, პოულობს სანდო შემსრულებელს და იქმნის უშეცდომო ალიბის. მას ყველაფერი გათვლილი აქვს — მარგოს უჩვეულო ქცევის და მარკის ანალიტიკური უნარების გარდა...
ფილმი ამერიკის კინოს ინსტიტუტის მიხედვით, დეტექტიურ ჟანრში ერთ-ერთ საუკეთესო ათეულშია შესული.