ბედფეხშიშველი, გადაპარსული თავით, წითელ მანტიაში გამოწყობილი ბუდისტი ბერი ნელა, მაგრამ მტკიცედ მიიწევს ტყეში, ქვებსა და მინდვრებში.
ის გადის ხეების და სახლების ჩრდილებში, ჩნდება რკინიგზის სადგურზე, ეკლესიაში, მუზეუმში.
მზე ამოდის და ჩადის, სანამ ბერი ვაშინგტონის ქალაქს მშვიდად, შეუჩერებლად კვეთს.
„არარსებულში“ („აპრატივთიტა“) –
ტაივანელი კლასიკოსის, ცაი მინლიანის დზენ ციკლის გაგრძელებაა,
ვიდეოარტის, მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების სერიის ნაწილი („სად“),
სადაც არაფერი ხდება, გარდა უკიდურესად ნელი, უწყვეტი მოძრაობისა.
ეს მოძრაობა კი მაყურებელს საშუალებას აძლევს, შეისწავლოს საკუთარი ემოციების ყველა ელფერი,
როცა ეჯახება დროის იმ უჩვეულოდ მდორე ტემპს,
რომელიც ასე უცხოა თანამედროვე სამყაროსთვის.