მიხეილ ბულგაკოვის "ბათომი" გადმოგვცემს XX - ე საუკუნის დასაწყისის შფოთით, რევოლუციური განწყობებით სავსე ეპოქას, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ისეთი მნიშვნელოოვანი ფიგურა, როგორიც იყო იოსებ სტალინი. რა კვალი დატოვა მან ბათუმში? როგორ,რა სახით,მოუტრიალდა იოსებ სტალინი მშვიდ ზღვისპირა ქალაქს?- ამას სპექტაკლში იხილავთ, რომელსაც დადგამს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელძღვანელი, ალექსანდრე ქანთარია.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.