უცნაური მისის სევიჯი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
უცნაური მისის სევიჯი

უცნაური მისის სევიჯი

უცნაური მისის სევიჯი
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან8
advertising
ქართული

აღწერა

,,უცნაური მისის სევიჯი“ ლირიული კომედიაა,რომელიც მსოფლიოს მრავალ სცენაზე დაიდგა. მარჯანიშვილის თეატრი ამ პიესის მოტივებზე აგებულ სპექტაკლს გვთავაზობს. სპექტაკლი რწმენასა და იმედს გვიმტკიცებს. მნიშვნელოვანია,რომ თანაგრძნობისა და თანადგომის უნარი კიდევ შესწევს კაცობრიობას... რომ სიხარბეს სიყვარული ამარცხებს და ოცნებებსაც კეთილი, უანგარო ადამიანები გვისრულებენ

ფოტო და ვიდეო

უცნაური მისის სევიჯი

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
მარჯანიშვილის თეატრი
8, K. Marjanishvili St.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება