ჯგუფი ურსა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ჯგუფი ურსა

ჯგუფი ურსა

ჯგუფი ურსა
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან75
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

28.04.2026
სამშაბათი
20:00
75 ₾ - 140
75 ₾ - 140
ვრცლად

აღწერა

28 აპრილს - რუსთაველის ეროვნულ თეატრში - SPARKS წარმოგიდგენთ, ქართველ მსმენელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის - ჯგუფი „ურსა“-ს კონცერტს.

 

ჯგუფი "ურსა"  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  2010 წელს დაარსდა. ჯგუფი დაარსების დღიდან აქტიურად ჩაერთო ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში. „ურსა“ს პირველი  სოლო კონცერტი  ჩატარდა 2011 წელს, სადაც ჩამოყალიბდა ჯგუფის ძირითადი მიმდინარეობა და პროგრამა. ჯგუფი დღემდე აქტიურად და დამოუკიდებლად აგრძელებს მოღვეწეობას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

უნიკალური საშემსრულებლო სტილი, ტრადიციული ფოლკლორის  და თანამდროვე ჟღერადობის შერწყმით, განსაკუთრებული ვოკალური ჰარმონიით, ფანდურის და სხვა ინსტრუმენტების საინტერესო არანჟირებით, ძლიერი სცენური ენერგეტიკით „ურსა“  ცდილობს შექმნას ხარისხიანი მუსიკა და ეს ყველაფერი  ერთ ერთ წარმატებულ  ჯგუფად აყალიბებს ქართულ მუსიკალურ სივრცეში.

 

ჯგუფმა სახელწოდება ხევსურული საბრძოლო იარაღის "ურსა“-ს მიხედვით შეარჩია.

 

შემადგენლობა:

გიორგი ძოწენიძე (ვოკალი) 

გიორგი გრიგალაშვილი (ვოკალი, ფანდური)

შოთიკო ქვარცხავა (დრამი)

კობა შენგელია (ბას-გიტარა)

ლევან ფერაძე (გიტარა)

თამარ მაღალაშვილი (ვიოლინო)

მარიამ დათუაშვილი (ვიოლინო)

სამველ ფერიხანიანიდა (ალტი)

გიორგი კიკაბიძე (ჩელო)

როლანდ დიასამიძე (კლავიში)


 

------

19:00 - კარის გახსნა
20:00 - კონცერტის დასაწყისი

------

 

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 7+

 

 

ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონცერტზე დასასწრებად, ბილეთის შეძენა აუცილებელია, ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

ჯგუფი ურსა

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება