Urban Fest - Dedaena Park თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Urban Fest - Dedaena Park

Urban Fest - Dedaena Park

 პროექტის მიზანია ურბანული სპორტის სახეობების განვითარება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. შეჯიბრებები გაიმართება სხვადასხვა სპორტულ სახეობებში (გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და სხვადასხვა პრიზებით): ფეხბურთი (3x3), კალათბურთი (3x3), მაგიდის ჩოგბურთი, Skateboard, Rollerblading, BMX, ტექბოლი. ფესტივალზე მოსული სტუმრები შეძლებენ: ჩაერთონ სპორტულ შეჯიბრებებისა და სახალისო თამაშებში, სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი და სხვადასხვა სახის პრიზები; მოუსმინონ ცნობილ მუსიკოსებს; დააგემოვნონ "Street food" გემრიელობები; შეიძინონ ხელნაკეთი ნივთები.  26 აპრილს, კლუბ „მონოჰოლში“, გაიმართება ფესტივალის დახურვის ცერემონიალი, სადაც დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები.პირველად საქართველოს ეწვევა მსოფლიოში აღიარებული ფრანგი ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი “Feder”.※ https://youtu.be/Mptdcx36qZU?si=t0_2YBW8px-cB6MY※ https://youtu.be/RvK8SKZbBWg?si=Y6FqvbUPTssbB3zQ
Urban Fest - Dedaena Park
PR23+8M8, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

🏆 20-21 აპრილს ფუძნდება პირველი მასშტაბური ფესტივალი - სახელწოდებით „ურბან ფესტი“, რომელიც ქ. თბილისში, დედაენის ბაღსა და იუსტიციის სახლის პარკირების ადგილას გაიმართება.
🗺️ პროექტი დღესდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ფოტო და ვიდეო

Urban Fest - Dedaena Park

ადგილი

დედაენის ბაღი
დედაენის ბაღი
PR23+8M8, Tbilisi
დედაენის ბაღი თბილისის ერთ-ერთი პოპულარული პარკია. იგი მშრალ ხიდთან, ხიდისა და სკუდიერის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. დედაენის ბაღი შესანიშნავი ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის. მწვანეში ჩაფლულ ბაღში მოწყობილია სასეირნო ბილიკები და დასასვენებელი სკამები. აქ არის სკეიტ პარკიც სპორტის მოყვარულთათვის და კაფე-ბარები. ბაღში დგას ელგუჯა ამაშუკელისა და ნოდარ მგალობლიშვილის შექმნილი დედაენის ძეგლი. დედაენის ბაღი ცნობილია, როგორც დემონსტრანტების თავშეყრის ადგილი.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება