აღწერა
ტრილოგია კრიზისის ირგვლივ ტრიალებს და ამჯერად, იკვლევს სიყვარულს, მისი არარსებობისა და არსებობის უკიდურეს ზღვარზე. სპექტაკლი წარმოადგენს სხეულსა და მის ხმას, როგორც წმინდა სიცარიელის მუსიკას, რომელიც არაფერზე არ ყვება, მხოლოდ არსებობს აქ და ახლა, როგორც ASMR ვიდეო და ისღა დარჩენია, სიამოვნება მოგვანიჭოს. ოთხი სხეული და სხეულებს მოწყვეტილი ხმები ერთმანეთთან მისაღწევ გზებს ეძებენ, ხშირად იშლებიან და უჩინარდებიან. გამოსახულებების ასლები, ჟღერადობები, მეხსიერების ფრაგმენტები და ტიპიური სასიყვარულო დრამატურგია ერთმანეთს ცვლიან. სიყვარული, როგორც შვება და რეპრესიული ან პოლიტიკური მანიპულაციების იარაღი ერთმანეთს ანაცვლებენ. როგორ არის გაგებული სიყვარული უთანასწორო გარემოში? ვის ენიჭება სიყვარულის ან შეყვარების უფლება და ვის არა, მაშინ, როცა სიყვარული აღიქმება, როგორც თვლადი ღირებულება? UNLOVE დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით ქმნის სამყაროს, რომელიც რეალობასა და გამონაგონს შორის ტივტივებს, როგორც თავად სიყვარული.