ვწვით უკვე ზედიზედ მეოთხე წელია!
მოიტანეთ თქვენი ჩიჩილაკები!
არ გაქვთ? არა უშავს — ჩვენს საერთო ჩიჩილაკსაც ერთად დავწვავთ.
დავწვავთ ჩიჩილაკს.
დავწვავთ ნეგატივს.
დავწვავთ ყველაფერს, რაც ძველ წელს უნდა დავუტოვოთ.
რას გთავაზობთ:
ჩიჩილაკის დაწვა ეზოში
გლინტვეინი (რომ გათბეს როგორც ხელები, ისე სული)
მწვადი, ოლივიე და თხილი შედედებული რძით (რომ ცხოვრება მხოლოდ სულიერად კი არა, პრაქტიკულადაც თბილი იყოს)
მუსიკა, ეზო კვიპაროსების ქვეშ, ცეცხლი და ის შეგრძნება, რომ აი, ახლა ნამდვილად დაიწყო ახალი წელი
ჩიჩილაკი ძველისგან გათავისუფლებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს.
იმისთვის, რომ ბოლომდე გავათავისუფლოთ და დავწვათ ის, რისგანაც გვინდა განვთავისუფლდეთ, მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, სადაც შეძლებთ დაწეროთ ჩანაწერი და დაწვამდე მიაბათ თქვენს (ან ჩვენს საერთო) ჩიჩილაკს.
დავწვავთ შფოთვას.
დავწვავთ შიშებს.
დავწვავთ დილამდე სკროლვას.
დავწვავთ შინაგან კრიტიკოსს.
დავწვავთ ყოფილს (კიიი, პირდაპირ ცეცხლში!).
და თუ ვინმე იტყვის, რომ რიტუალებს არ ენდობა — იმასაც დავწვავთ!
17 იანვარი, შაბათი
19:00–23:00
დასწრება: დონაცია სურვილისამებრ — ახალი სივრცის განვითარებისთვის
(და 4 ჯუჯა ზომის უნიტაზის 2 ნორმალური ზომისით ჩანაცვლებისთვის)
ზაზერკალიე 2.0
ქ. ჩონქაძის ქუჩა, ფუნიკულიორის ქვედა სადგურის მარჯვნივ
@zerkalo_tbi
