Noir Events წარმოგიდგენთ
13 ივნისს, Otium-ში, Noir Events-ი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ Unfazed-ს, ჰაუს მუსიკის ვარსკვლავს და 2025 წლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად DJ-ს.
ბრაზილიელი DJ, რომელმაც უკვე დაიპყრო მთელ მსოფლიოში მილიონობით მსმენელის გული, 13 ივნისს პირველად წარსდგება ქართველი მსმენელის წინაშე.
Unfazed-ის გამორჩეულმა ტრეკმა A Gira-მ, 4 თვეში 15 მილიონ მოსმენაზე მეტი დააგროვა Spotify-ზე.
მისმა უნიკალურმა სტილმა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავების აღიარება დაიმსახურა. დღეს მის მუსიკას მხარს უჭერენ ისეთი გამორჩეული არტისტები, როგორებიც არიან &ME, Rampa, Keinemusik, Francis Mercier, Agoria და Chris IDH.
Unfazed-ი არის ბრაზილიელი მუსიკოსი, რომელსაც მუსიკა 7 წლის ასაკში შეუყვარდა. ბრაზილიის მდიდარ კულტურულ გარემოში გაზრდილმა, ბავშობიდანვე დაიწყო გიტარაზე დაკვრა და აქტიურად იყო ჩართული სამბას სკოლებში, განსაკუთრებით კარნავალის პერიოდში. სწორედ აქედან ჩამოაყალიბა მან უნიკალური ჟღერადობა, რომელიც აერთიანებს afro house, organic house და progressive house მიმდინარეობებს.
Door Opens: 23:00
Face & Age Control: 21+
Dress Code: Smart Casual
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Noir Events-ი უფლებას იტოვებს უარი უთხრას სტუმრებს შესვლაზე Dress Code-ის დარღვევის შემთხვევაში
მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 557 00 65 92