ბერლინი. ახალგაზრდა ისტორიკოსი და მყვინთავი უყვარდება უნდინა — ქალაქის გიდი, რომლის მითური სახელი და აღმოსავლეთ-დასავლეთ ბერლინის არქიტექტურული ცოდნა ერთი მთლიანობაა. ის საუბრობს თანამედროვე ურბანისტიკაზე, სვამს ყავას, აცვია თეთრი პერანგი. ყველაფერი თითქოს ჯადოსნურად ეწყობა, მაგრამ უნდინას ერთი საიდუმლო აქვს: თუ საყვარელი უღალატებს, ის იძულებული იქნება მოკლას იგი — და წყალში დაბრუნდეს.
პეცოლდი ძველ ლეგენდას თანამედროვე, ნაცნობ რეალისტურ სივრცეში ანთავსებს და ზღაპრულს ყოველდღიურობას აზავებს, ხოლო ყოველდღიურობას — ჯადოსნობით.
ფილმის ნახვის შემდეგ დაგველოდეთ ჩაისთვის და შთაბეჭდილებების გასაზიარებლად. შეხვედრას გაუძღვება ფილოსოფოსი და კინომცოდნე (და კინოთეატრის დიასახლისი) ვარია ვლასოვა.