ერთი ცის ქვეშ | რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ერთი ცის ქვეშ | რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა

ერთი ცის ქვეშ | რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა

ერთი ცის ქვეშ | რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა
P. Melikishvili #20, Wine Factory Building, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან10 ₾
ქართული

აღწერა

ლევან პაატაშვილის რეტროსპექტივას ორი ფილმით დავასრულებთ, ლანა ღოღობერიძის „ერთი ცის ქვეშ“ და ნანა ჯორჯაძის „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“.

 

ორი განსხვავებული რეჟისორისა და კინემატოგრაფიული ხედვის შეხვედრა, რომელთა გამაერთიანებელი ლევან პაატაშვილის კამერით შექმნილი სამყაროებია.

 

ერთი ცის ქვეშ | რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე | 1961

 

სამი ნოველისგან შემდგარი ფილმი სხვადასხვა ეპოქაში — 1921, 1941 და 1961 წლებში — მცხოვრები ადამიანების ისტორიებს აერთიანებს. სიყვარულის, პირადი არჩევანისა და ისტორიული ცვლილებების ფონზე ფილმი სამი ქალის ბედს გვიყვება და სხვადასხვა დროში მცხოვრები ადამიანების განცდებსა და გამოცდილებებს ერთმანეთთან აკავშირებს.

 

რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა | რეჟისორი: ნანა ჯორჯაძე | 1986

 

1920-იანი წლების საქართველოში ინგლისელი ინჟინრისა და ქართველი ქალის სიყვარულის ისტორია ვითარდება. კულტურული განსხვავებები, ისტორიული გარემო და უჩვეულო პერსონაჟები ქმნის იუმორით სავსე ამბავს, რომელიც სიყვარულთან ერთად უცხოობისა და ეპოქის წინააღმდეგობებსაც იკვლევს. 1987 წელს ფილმმა კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა“ მიიღო.

 

ხანგრძლივობა: 160 წთ

 

ენა: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით

ფოტო და ვიდეო

ერთი ცის ქვეშ | რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა

ადგილი