UG Innovation Week 2026 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
UG Innovation Week 2026
ქართული

აღწერა

თქვენი აზრით, ჩაანაცვლებს AI გარკვეულ პროფესიებს?

გაინტერესებთ, რა ხდება კომპიუტერული თამაშების შემქმნელების თავში?

იცით, როგორ ფიქრობს ჰაკერი და როგორ მუშაობს კიბერუსაფრთხოება?

თუ ამ კითხვებმა დაგაინტერესათ, მაშინ ეს ღონისძიება თქვენთვისაა 👇

📣 საქართველოს უნივერსიტეტი 10–11–12 კლასის მოსწავლეებს გიწვევთ ინოვაციების კვირეულზე!
ინოვაციების კვირეულის ფარგლებში თქვენ 
შესაძლებლობა გექნებათ:

გაეცნოთ თანამედროვე და მოთხოვნად ტექნოლოგიურ მიმართულებებს:

✅ კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი (AI), Game Development, ჭკვიანი მოწყობილობები და სხვა;
✅ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს უნივერსიტეტის ახალ ტექ საგანმანათლებლო პროგრამებზე;
✅ ადგილზე დაათვალიეროთ თანამედროვე ლაბორატორიები;
✅ შეხვდეთ ტექ ინდუსტრიის წამყვან სპეციალისტებს;
✅ გაესაუბროთ IT პროგრამების სტუდენტებს, გაეცნოთ მათ რეალურ პროექტებს და სტუდენტურ გამოცდილებას.

🔍 ეს არის შანსი, უკეთ გაიგოთ, რომელი ტექნოლოგიური მიმართულება შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და მომავალ გეგმებს.

🎁 კვირეულის განმავლობაში სხვადასხვა ქვიზსა და ვორქშოფებში გამარჯვებულებს
ელოდებათ 🔝 პრიზები!

👉 შემოგვიერთდით საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების კვირეულზე და გადადგით პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიურ მომავალში!

➡️ თქვენთვის სასურველ ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია:
👉 https://forms.gle/LL1JgJyCb6MApuov9

ფოტო და ვიდეო

UG Innovation Week 2026

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება