"დარტყმა" თეატრალური კომპანია „გიენოსის“ მესამე დამოუკიდებელი წარმოდგენაა.
სპექტაკლის ხანგრძლივობა - 2სთ (იფიგენია ორემში - 55 წუთი, მედეა - დაბრუნება - 55 წუთი, შესვენება - 10 წუთი
სპექტაკლი გაიმართება მარჯანიშვილის თეატრის სხვენში.
ფოტო და ვიდეო
ადგილი
მარჯანიშვილის თეატრი
8, K. Marjanishvili St.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.