30 იანვარს მურო გაგოშიძე და ცეკვის ლაბორატორია MMOVELAB მაყურებლის წინაშე მოდერნიზებული ქორეოგრაფიული კომპოზიციით წარსდგება. თქვენ იხილავთ ქართული ხალხური, ქართული თანამედროვე ცეკვისა და ბალეტის სინთეზს.
წინ გელით ემოციებით დატვირთული ერთმოქმედებიანი სპექტაკლი.