
13 აპრილიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე განახლებულ კონცეპტ შეხვედრების სერიას უმასპინძლებს.

გაზაფხული, დასაწყისის, გამოღვიძების და განახლების სეზონია, ახალი შესაძლებლობაა შინაგანი ცვლილებების დასაწყებად, სწორედ ამიტომ, შეხვედრების პირველი სერიის საერთო თემატიკა მოტივაცია და თვითგანვითარება იქნება.