თუ გსურთ იგრძნოთ თავი ნამდვილი მძარცველების როლში, მაშინ ეს თამაში თქვენთვისაა!
TTE escape room – 60-75 წუთის განმავლობაში, თქვენ მოგიწევთ მსოფლიოში ყველაზე გონიერი მეოქროვეს სახლის გაძარცვა. ამასთან, ყველაფერი უნდა გააკეთოთ ისე, რომ არ გაააქტიუროთ სიგნალიზაციისა და სხვა უსაფრთხოების სისტემები, რათა არ მოხდეს პოლიციისა და შესაბამისი უწყებების ინფორმირება. საკმაოდ საშიშ და მისტიურ სივრცეში, თქვენ მოგიწევთ უამრავი ამოცანის ამოხსნა, კოდების გამოცნობა და სხვადასხვა ლოგიკური დავალებების შესრულება. მონაწილეების რაოდენობა მინიმუმ 2, მაქსიმუმ 6.
ასაკი - 14 წლიდან (მოთამაშეს 14 წლამდე შეუძლია მიიღოს მონაწილეობა მინიმუმ ერთი ზრდასრული ადამიანის თანხლებით).
ბილეთების შეძენამდე აუცილებელია წინასწარ დარეკვა და თამაშის დაჯავშნა!
ტელ.: +995 557902180
ყოველდღე 12:00-დან 23:00-მდე. ბოლო თამაში იწყება 21:00 საათზე.