მოსულ სტუმრებს დახვდებათ ქალაქში გამორჩეული ბარები და მათი მათრობელა სასმელები, სთრით ფუდ გემრიელობები და უამრავი პრიზები. დაწყება 18:00. პროექტის ორგანიზატორია საქართველოს კულტურის ცენტრი.
დედაენის ბაღი გეპატიჟებათ ქალაქის წვეულებაზე 10, 11 და 12 ნოემბერს. წვეულება არის ადგილი, სადაც საზეიმოდ გაფორმებულ გარემოში გაერთიანდება საქართველოში არსებული კაფე-ბარები. მოეწყობა მუსიკალური წარმოდგენები და მრავალი სახის გასართობი თამაშები.
ადგილი
დედაენის ბაღი
PR23+8M8, Tbilisi
დედაენის ბაღი თბილისის ერთ-ერთი პოპულარული პარკია. იგი მშრალ ხიდთან, ხიდისა და სკუდიერის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. დედაენის ბაღი შესანიშნავი ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის. მწვანეში ჩაფლულ ბაღში მოწყობილია სასეირნო ბილიკები და დასასვენებელი სკამები. აქ არის სკეიტ პარკიც სპორტის მოყვარულთათვის და კაფე-ბარები. ბაღში დგას ელგუჯა ამაშუკელისა და ნოდარ მგალობლიშვილის შექმნილი დედაენის ძეგლი. დედაენის ბაღი ცნობილია, როგორც დემონსტრანტების თავშეყრის ადგილი.