ცუდი ბიჭები • მარჯანიშვილის თეატრი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ცუდი ბიჭები • მარჯანიშვილის თეატრი

ცუდი ბიჭები • მარჯანიშვილის თეატრი

ცუდი ბიჭები • მარჯანიშვილის თეატრი
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან8
advertising
ქართული

აღწერა

ინგლისელი ავტორის რეი კუნის პიესის "ცუდი ბიჭები" მოქმედება ლონდონში, ტომას კერვუდის ოჯახში ვითარდება. წარმოიდგინეთ რომ, თქვენს სახლში ორი არალეგალი ემიგრანტი, კონტრაბანდით სავსე ყუთები, მორგიდან წამოღებული გვამი და რუსული მაფიის ლიდერი იმალება . ამ ყველაფერს თქვენ მალავთ და თქვენმა ცოლმა არაფერი არ უნდა იეჭვოს, თანაც სულ მალე სოციალური აგენტი უნდა მოვიდეს, რადგან ბავშვის შვილად აყვანას აპირებთ და თქვენი ოჯახი იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს. მაგრამ თქვენი მეუღლის ძმები ჰარი და დიკი სულ თავდაყირა აყენებენ თქვენს გეგმებს. ეს არის შავი იუმორით გაჯერებული ოჯახური ისტორია, ცოლ-ქმარზე, ძმებზე, ცოცხლებსა და მიცვალებულებზე და კიდევ იმაზე რაც აზრდაც არ მოგივათ.

ფოტო და ვიდეო

ცუდი ბიჭები • მარჯანიშვილის თეატრი

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
მარჯანიშვილის თეატრი
8, K. Marjanishvili St.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება