წმინდა ნაწილები
თეატრი

წმინდა ნაწილები

ავტორი: ვალერი ოთხოზორია / რეჟისორი: ილია ქორქაშვილი / დადგმის ხელმძღვანელი: დათა თავაძე / სცენოგრაფია: ქეთი ნადიბაიძე / კოსტიუმები: თამრი ოხიკიანი / მუსიკა: ზუკა ბაბუნაშვილი / ტექნიკური რეჟისორი: მაია სახლთხუციშვილი / მონაწილეობენ: მაგდა ლებანიძე, კატო კალატოზიშვილი, სალომე მაისაშვილი, იაკო ჭილაია, ქეთა შათირიშვილი, გიორგი შარვაშიძე, გიორგი ყორღანაშვილი, ზაალ ჩიქობავა / პოსტერი: თამრი ოხიკიანი დასაწყისი: 20:00
წმინდა ნაწილები
10 Gia Abesadze Street, Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

სპექტაკლის შესახებ:

ნაზი ახალგაზრდა ქალია და მის ცხოვრებაში არავინ და არაფერი არ არის ჩვეულებრივი; დარწმუნებულია, რომ დიდი მისია აკისრია, მის ხელთაა ქვეყნიერების გადარჩენა. ამ იდეით ფანატიკურად შეპყრობილი ნაზი არნახული ძალადობის გზას დაადგება. საზოგაოდოება ორად იყოფა, ვიღაცას ქალი წმინდანად მიაჩნია, ვიღაცა კი მის განადგურებას მოითხოვს. თავგადასავლებითა და გაბედული სიუჟეტური სვლებით სავსე პიესა, თითქოს ამოწმებს დაშვებულის ზღვრებს და ამას თავბრუდამხვევი, შავი იუმორის გრძნობით ახერხებს.

ფოტო და ვიდეო

წმინდა ნაწილები

ადგილი

სამეფო უბნის თეატრი
სამეფო უბნის თეატრი
10 Gia Abesadze Street, Tbilisi
სამეფო უბნის თეატრი — თეატრი თბილისში, რომელიც მდებარეობს გია აბესაძის 10-ში, სოლოლაკში. შენობა, რომელშიც თეატრია განთავსებული, აგებულია 1875 წელს, როგორც სინაგოგა. ამ თეატრში მუშაობდნენ და აგრძელებენ მუშაობას ქართველი თეატრის ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, გოგა თავაძე, დათო საყვარელიძე, ცოტნე ნაკაშიძე, მაკა მახარაძე, მხატვრები: მურაზ მურვანიძე, გუგა კოტეტიშვილი, ანკა კალატოზისვილი. მსახიობები: იზა გიგოშვილი, მედეა ჩახავა, თამარ სხირტლაძე, მარლენ ეგუტია, ნატა მურვანიძე, ნინო ბურდული, ნიკა თავაძე, ზაალ ჩიქობავა, ლევან ყოციაშვილი, ეკა ჩხეიძე, გიორგი ნაკაშიძე, ლეო ანთაძე, მალხაზ აბულაძე და სხვ. 2004 წელს თეატრში დაარსდა შემოქმედებითი სახელოსნო ბატონ თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (2003 წლიდან) არის საქართველოს სახალხო არტისტი მერაბ თავაძე.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.