წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი

წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი

წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან16
advertising
ქართული

აღწერა

ორმოქმედებიანი წარმოდგენა ინტერაქტიულ ელემენტებსაც შეიცავს, პატარა მაყურებელს მეზღაპრე უმასპინძლებს, უამბობს თავისი პერსონაჟებისა და ზღაპრების შესახებ, ბავშვებთან ერთად იმსჯელებს როგორ იწერება ზღაპარი, როგორ იბადება ესა თუ ის პერსონაჟი. წითელი ფეხსაცმელები- ამბავი პატარა, კეთილი, ობოლი გოგოს შესახებ, რომლის ცხოვრებაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით სრულიად შეიცვლება. კალის ჯარისკაცი არავერბალური წარმოდგენაა, სადაც ამბავი პლასტიკისა და მუსიკის საშუალებითაა მოთხრობილი.

ფოტო და ვიდეო

წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება