წიქარა - თამაშის პრეზენტაცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
წიქარა - თამაშის პრეზენტაცია

წიქარა - თამაშის პრეზენტაცია

წიქარა - თამაშის პრეზენტაცია
82, D. Uznadze Str.
advertising
ინგლისური, ქართული

აღწერა

31 მარტს 18:30 საათზე დიზაინის ინსტიტუტში 2D თამაშის „წიქარას“ პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი ეფუძნება ქართულ ხალხურ ზღაპარს და მისი ძირითადი თემებია მეგობრობა, ერთგულება, გამბედაობა, სიკეთე და უსამართლობის დაძლევა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება თამაშის განვითარების პროცესი, მათ შორის ვიზუალური მასალა, კონცეპტუალური ილუსტრაციები და ანიმაციური ელემენტები. გარდა ამისა, გაიმართება ილუსტრაციების გამოფენა, ხოლო სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე ითამაშონ თამაში და შეიძინონ პოსტერები.

პროექტზე მუშაობდა შემოქმედებითი გუნდი:

გიორგი ჯინჭარაძე – თამაშის დიზაინი, კონცეპტ არტისტი.
დეთუ ჯინჭარაძე – ლეველ დიზაინერი, პროგრამისტი
ალექს ლაშხი – პროგრამისტი
დათო თავაძე – ანიმაცია, მუსიკა, საუნდი

ფოტო და ვიდეო

წიქარა - თამაშის პრეზენტაცია

ადგილი

Design Institute
კერძო კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება