20 აპრილს, შაბათს:*რეზო გაბრიაძის სახელოსნოში მისივე ესკიზებით შექმნილი ლიტერატურული და თეატრალური კერამიკული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ტბის პირას, მათ შორის კერამიკის სააღდგომო კვერცხების.ასევე, წარმოდგენილი იქნება რეზო გაბრიაძის წიგნები;*Prospero's Books-ის წიგნის კუთხე - წიგნების გამოფენა-გაყიდვით;*სათავგადასავლო და შემეცნებითი აქტივობები ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად:„წიგნების თაროს“ საჯარო თამაში დალიტერატურული „ქვესთი“ - თავსატეხების აღმოჩენა ქართული და მსოფლიო ზღაპრების მიხედვით.*თითების თეატრის სპექტაკლი;*ცოცხალი მუსიკა.*კოსტუმირებული პერსონაჟები.(გთხოვთ ბავშვები გამოაწყოთ მათი საყვარელი გმირების ფორმებში.)გმასპინძლობთ სიყვარულით!
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლოპოტა საინტერესო პროგრამით გიმასპინძლებთ.
ფოტო და ვიდეო
ადგილი
Lopota Lake Resort & Spa
Napareuli, Kakheti region, Georgia
ლოპოტა სპა რეზორტი, შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და თვალწარმტაცი კავკასიონის ქედებითაა გარშემორტყმული. დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე, 60 ჰექტარზე განლაგებული რეზორტი სტუმრებს ოთხი სეზონის მანძილზე განსხვავებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. ეს არის ადგილი, სადაც დამფუძნებლის ხელით შექმნილი და საგულდაგულოდ ნარჩევი დეტალებით გამორჩეული გარემო დაგხვდებათ, სადაც ოჯახი შენი მასპინძელია და გრძნობ გულწრფელ ზრუნვას - პერსონალური ურთიერთობებით, უშუალობით და ყურადღებით. ლოპოტაზე სტუმრებს საშუალება აქვთ დაისვენონ მაღალი კლასის სასტუმრო კოტეჯებში, ეზიარონ ქართულ, ევროპულ და აზიურ კულინარიას, დააგემოვნონ ქართული, ექსკლუზიური ღვინო და გაეცნონ მისი დამზადების ტრადიციას, განიტვირთონ ეკო-თერაპიით ტყის სპაში, დაკავდნენ სპორტული თუ სათავგადასავლო აქტივობებით, აღმოაჩინონ ადგილობრივი ფლორა და ფაუნა - ლოპოტა ის იშვიათი ადგილია, სადაც კომფორტულ დასვენებას ბუნებასთან სიახლოვე და ინტერაქცია ერწყმის, აქ შეგიძლიათ გაიცნოთ ბიომრავალფეროვან გარემოში მცხოვრები სხვადასხვა ცხოველი თუ ფრინველი, ბუნებრივად წარმოქმნილ მცენარეებთან ერთად, შეხვდებით ადამიანების მიერ ხელით გაშენებულ ბოსტანს ჯანსაღი პროდუქტებით და ორანჟერეას - ორგანული ბოსტნეულის ჩითილების გამოსაყვანად. ლოპოტაზე ყველაფერია ოჯახური, ინდივიდუალური, რომანტიკული, მეგობრული თუ კორპორაციული დასვენებისთვის, აქ ყველა იპოვის იმას, რასაც ელის დასვენებისგან.