12 სექტემბერს „წერილი“-ს CALENDAR-ის სცენაზე აკუსტიკურ კონცერტს გამართავს.
„წერილი“ ქართული პოსტ-პანკის ერთ-ერთი პირველი ბენდია, რომლის ისტორია 1995 წლიდან იწყება. წლების განმავლობაში ბენდმა შექმნა საკუთარი მუსიკალური ენა — მელანქოლიური, დრამატული და გულწრფელი ტექსტებით, რომლებმაც „წერილის“ მუსიკას საკუთარი ადგილი დაუმკვიდრა ქართულ სცენაზე.
12 სექტემბერს ბენდი მსმენელს საკუთარ კომპოზიციებს აკუსტიკურ ფორმატში წარუდგენს — განსხვავებული ჟღერადობით CALENDAR-ის მოსასმენ სივრცეში.
12 სექტემბერი
CALENDAR
Doors open — 21:00
Live — 22:00