საქართველოს მამაკაცთა სახალხო დაჯილდოების ცერემონიალი „ოქროს არწივი 2025" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
საქართველოს მამაკაცთა სახალხო დაჯილდოების ცერემონიალი „ოქროს არწივი 2025

საქართველოს მამაკაცთა სახალხო დაჯილდოების ცერემონიალი „ოქროს არწივი 2025"

საქართველოს მამაკაცთა სახალხო დაჯილდოების ცერემონიალი „ოქროს არწივი 2025"
13 Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან80
advertising
ქართული

აღწერა

წარმატებულ მამაკაცთა დაჯილდოების ცერემონიალი „ოქროს არწივი“ ემსახურება ღირსეულ, მისაბაძ, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ და გამოჩენილ მამაკაცთა (ასაკობრივი ზღვარის გარეშე) პატივდებას, მათ მიმართ საზოგადოებრივი აზრის განსაკუთრებულად პოზიტიურად მომართვას და წინა პლანზე იმ ადამიანთა წამოწევას, აფიშირებას, წარდგენას, დაჯილდოებას და მადლობის გადახდას, რომლებიც მისაბაძნი არიან თავიანთი სამუშაო (სხვადასხვა) სფეროში.

წლების განმავლობაში განსაკუთრებულად და აქცენტირებულად არასოდეს, არსად არ გაკეთებულა მსგავსი სახის ღონისძიება, სადაც გამოკვეთილად მამაკაცთა უდიდესი ღვაწლის საჯარო დაფასებაზე იქნებოდა მობილიზება....

პროექტი ემსახურება ცნობიერებაში ქართველი მამაკაცის ფენომენის ამაღლებას და გაჯანსაღებას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რამდენი ღირსეული მამაკაცი - მამა, მეუღლე, ბაბუა და ა.შ. არსებობს მათ გვერდით იქნება ეს - მომღერალი, სპორტსმენი, ჟურნალისტი, ექიმი, მეხანძრე, სახელმწიფო ჩინოვნიკი, მწერალი, ჯარისკაცი, ბიზნესმენი თუ სხვა...

ასაკობრივი შეზღუდვა: 15+

ფოტო და ვიდეო

საქართველოს მამაკაცთა სახალხო დაჯილდოების ცერემონიალი „ოქროს არწივი 2025

ადგილი

Tbilisi Marriott Hotel
სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, ყოფილი სასტუმრო „მაჟესტიკი“ — შოთა რუსთაველის გამზირზე N13-ში მდებარე სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით აშენებული სასტუმრო. მშენებლობა 1911 წელს დაიწყო თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის ალექსანდრ ოზეროვის პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა შექმნა 1915 წელს. სწორედ ტერ-მიქელოვისეულია ნაგებობის „შეზნექილი“ ფასადი და გიორგი ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს. ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-92 წლების თბილისის ომის დროს. ომის დროსვე განადგურდა მისი არქივი. 2002 წელს მოხდა შენობის რესტავრაცია. მასში განთავსდა Marriott-ის ქსელის სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება