წავკისი — ოქროყანა
საბავშვო ლაშქრობა**
მეგობრებო, გეპატიჟებით თქვენს ბავშვებს, გაატარონ აქტიური დღე ბუნებაში — გაჯეტების გარეშე.
ვგეგმავთ ოჯახურ უქმეების ლაშქრობას წავკისიდან ოქროყანამდე.
მარშრუტი ხაზოვანია, თბილისთან ახლოს მდებარეობს, უმეტესად დაღმართზეა, დამწყებთათვისაც მარტივია და გადის ტყეში რამდენიმე ლამაზი ხედის წერტილით. გზის შუაში მოვაწყობთ შესვენებას და შესაძლებლობის შემთხვევაში დავანთებთ კოცონს.
