TRUST ქართული საფესტივალო კულტურისთვის ინოვაციურ პლატფორმას გთავაზობთ! 4-5 ივლისს ცისკარში, TRUST ფესტივალი Hor Berlin-თან კოლაბორაციით დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდება. Hor-ის მხარდაჭერით ქართველი დიჯეების სეტები მილიონ მსმენელიან აუდიტორიაზე გაისტრიმება, რომლის ნაწილიც ფესტივალზე დამსწრე მსმენელებიც იქნებიან!
შეგახსენებთ, რომ TRUST Festival არის ქართული მუსიკალური ლეიბლების კოლექტიური ენერგია, რომელიც სცენაზე მრავალფეროვნებას, ინოვაციურ ხედვას და სუფთა შემოქმედებით პოტენციალს აერთიანებს. პირველად ფესტივალი 2024 წელ ჩატარდა. TRUST-მა ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე 14 გამორჩეულ ქართულ ლეიბლს უმასპინძლა, რომელთა 40-მდე არტისტსმა 58 საათიანი უწყვეტი მუსიკა შემოგვთავაზა.
ფესტივალის დებიუტმა მსმენელის აღიარება მოიპოვა, როგორც მაღალი ხარისხის მუსიკისა და უნიკალური მუხტის გამაერთიანებელმა სივრცემ.
თვალი ადევნე TRUST-ის სოციალურ ქსელებს და დაელოდე მეტ ინფრომაციას. არ გამოტოვო შანსი, გახდე ინოვაციური მოვლენის ნაწილი!
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება