„ტრიუფელებზე ნადირობა“ ალექსანდრე სიამაშვილთან ერთად
გიწვევთ ყველას საინტერესო თავგადასავალში — ტრიუფელების ძებნაში ნადირობის ელემენტებით!
შავი ტრიუფელების საძებნელად გავემგზავრებით ძაღლთან ერთად, რომელიც სწორედ ამ საქმისთვისაა გამოყვანილი — იტალიური ლაგოტო რომანიოლოს ჯიშის წარმომადგენელთან.
ჩვენი მეგზური იქნება ალექსანდრე სიამაშვილი — ადამიანი, რომელმაც დაახლოებით 10 წლის წინ საქართველოში პირველი შავი ტრიუფელი აღმოაჩინა და მას შემდეგ ტრიუფელების ძებნა თავის პროფესიულ გატაცებად აქცია.
საკუთარი თვალით ვნახავთ, როგორ მიმდინარეობს ტრიუფელების ძებნის პროცესი, თავადაც მივიღებთ მასში მონაწილეობას და მოვისმენთ ალექსანდრეს საინტერესო ისტორიებს.
და რაც მთავარია, ყველაფერი, რასაც ვიპოვით, შეგვიძლია ჩვენთვის დავიტოვოთ!