„ნამდვილი სიმამაცე“ (2010)
რეჟისორები — ძმები კოენები.
ოპერატორი — როჯერ დიკინსი.
თანამედროვე ვესტერნის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ძმები კოენებისგან, გამორჩეული ვიზუალური მხარითა და როჯერ დიკინსის შესანიშნავი ოპერატორული ნამუშევრით.
ფილმმა ოსკარის 10 ნომინაცია მოიპოვა და დღემდე ითვლება თანამედროვე ამერიკული კინოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად. ძლიერი სიუჟეტი, დასამახსოვრებელი პერსონაჟები და შთამბეჭდავი ატმოსფერო მაყურებელს ნამდვილ კინემატოგრაფიულ მოგზაურობას სთავაზობს.
მონაწილეობენ:
• ჯეფ ბრიჯესი
• ჰეილი სტაინფელდი
• მეტ დეიმონი
ჩვენების შემდეგ ტრადიციულად გაიმართება ჩაის სმა და თბილი დისკუსია ფილმის შესახებ.
დივნებზე ადგილების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით კომენტარებში ან პირად შეტყობინებაში.