ჰანს ციმერის საღამო სანთლის შუქზე: Mystery Ensemble-ის შესრულებით თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ჰანს ციმერის საღამო სანთლის შუქზე: Mystery Ensemble-ის შესრულებით

ჰანს ციმერის საღამო სანთლის შუქზე: Mystery Ensemble-ის შესრულებით

ჰანს ციმერის საღამო სანთლის შუქზე: Mystery Ensemble-ის შესრულებით
Akaki Beliashvili 68, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან41
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

06.12.2025
შაბათი
20:00
41 ₾ - 69
41 ₾ - 69
ვრცლად

აღწერა

6 დეკემბერს, 20:00 საათზე, მოუსმინეთ უძველეს მუსიკას მრავალი სანთლის შუქზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ატმოსფერულ ადგილას — ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზის სცენაზე. საღამოზე შესრულდება მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორის, ჰანს ციმერის მუსიკა, რომელსაც თანამედროვე ორკესტრი Mystery Ensemble წარმოგიდგენთ ცოცხალი, ფერადი შესრულებით, მრავალი რომანტიკულად მოციმციმე სანთლის ფონზე.  სიამოვნება მთელი ოჯახისთვის გარანტირებულია.

ციმერი არის ისეთი ბლოკბასტერების საუნდტრეკების ავტორი, როგორიცაა, *Interstellar*, *Inception*, *Dune*, *Gladiator*, *კარიბის ზღვის მეკობრეების* და მრავალი სხვა.

ჰანს ციმერი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, გავლენიანი და კომერციულად წარმატებული კინოკომპოზიტორია. მან უდიდესი გავლენა მოახდინა ჰოლივუდის კინოსა და პოპ-კულტურის უახლეს ისტორიაზე. გერმანიაში, ებრაულ ოჯახში დაბადებული, ბავშვობაში ლონდონში გადავიდა. მამის ადრეული დაკარგვის შემდეგ, ჰანსმა ნუგეში მუსიკაში იპოვა.

ჰოლივუდში ჰანს ციმერს ხშირად "გერმანულ მანქანას" უწოდებენ. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის არასოდეს შენელებულა და არც ხარისხზე წასულა კომპრომისზე. ციმერმა, სუნთქვის შემკვრელი, ინტენსიური სიმფონიური პასაჟებისა და ელექტრონიკის ოსტატმა, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა რეჟისორ კრისტოფერ ნოლანთან თანამშრომლობით, თითქმის ყველა მის ფილმზე მუშაობით.

ანსამბლის შესრულებისა და ატმოსფერული გარემოს მომაჯადოებელი კომბინაცია საღამოს დაუვიწყარს გახდის. იჩქარეთ და შეიძინეთ ბილეთები დეკემბერს ყველაზე ლამაზ, ჯადოსნურ და დამამშვიდებელ კონცერტზე!

კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution Ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს უძველეს სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარში – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.

პროგრამა

  • He’s a pirate
  • Now we are free
  • This land
  • Mermaids
  • Interstellar
  • Madagascar
  • Time
  • Circle of life
  • I see dead people in boats
  • The battle
  • Jack sparrow
  • Chevaliers
  • Can you feel the love tonight
  • Davy Jones 
  • The medallion calls

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას

ფოტო და ვიდეო

ჰანს ციმერის საღამო სანთლის შუქზე: Mystery Ensemble-ის შესრულებით

ადგილი

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზი
2020 წლის 11 იანვარს თბილისში ბელიაშვილის 68-ში ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციურ შენობაშია განთავსებული. საკონცერტო დარბაზი 400 ადგილზეა გათვლილი. მისი ვესტიბული და საოფისე ნაწილი როგორც საგამოფენო, ასევე კონფერენციებისა და კორპორატიული ღონისძიებების ჩატარების ფართო შესაძლებლობას იძლევა. დარბაზი საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის ვახტანგ სალარიძის სახელს ატარებს, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეტრში მოღვაწეობდა. ამ თეატრის არაერთი წარმატება სწორედ ვახტანგ სალარიძის ასხელს უკავშირდება.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება