ისტორიაში პირველად, საქართველო უმასპინძლებს ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ჩემპიონატს უფროსთა კატეგორიაში! ჩელენჯერის სერია „თრიალეთის თასი“ 9-11 ოქტომბერს ჩატარდება. მონაწილეობას მსოფლიოს 31 ქვეყნიდან ჩამოსული 120-ზე მეტი მოციგურავე მიიღებს. მაყურებელს ექნება უნიკალური შესაძლებლობა იხილოს საქართველოს 2026 წლის ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით, ისევე როგორც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული და ოლიმპიადის პრიზიორი მრავალი მოციგურავე.
ჩემპიონატი ფიგურული ციგურაობის ოთხივე კატეგორიაში ჩატარდება - ერთეული ქალები, ერთეული მამაკაცები, სპორტული ცეკვები და სპორტული წყვილები.
9 ოქტომბერი
13:00 – 17:05 ერთეული ქალები, მოკლე პროგრამა
17:20 – 19:55 სპორტული ცეკვები, რიტმული ცეკვა
20:10 – 23:30 ერთეული მამაკაცები, მოკლე პროგრამა
10 ოქტომბერი
12:40 – 14:50 სპორტული წყვილები, მოკლე პროგრამა
15:10 – 19:20 ერთეული მამაკაცები, თავისუფალი პროგრამა
19:40 – 22:55 სპორტული ცეკვები, თავისუფალი პროგრამა
23:00 დაჯილდოვების ცერემონია: სპორტული ცეკვები, ერთეული
მამაკაცები
11 ოქტომბერი
13:05 – 18:10 ერთეული ქალები, თავისუფალი პროგრამა
18:30 – 21:10 სპორტული წყვილები, თავისუფალი პროგრამა
21:10 დაჯილდოვების ცერემონია: სპორტული წყვილები, ერთეული ქალები