„სამი ფერის“ ტრილოგია წარმოადგენს თავისუფალ ფიქრებს ფრანგული რევოლუციის სლოგანზე – „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“. მეორე ფილმი ეძღვნება თანასწორობას, თუმცა საკმაოდ მოულოდნელი ინტერპრეტაციით. ყველა ფილმი დამოუკიდებელია, ასე რომ, თუ პირველი ნაწილი არ გინახავთ, ეს არ არის პრობლემა.
ახალგაზრდა წყვილი, რომელიც სულ ახლახან დაქორწინდა, სკანდალური გაუგებრობის გამო შორდება – ქმარი იმპოტენტია და ვერ აკმაყოფილებს ახალგაზრდა ცოლს. თუმცა მთავარი გმირი ვერ ივიწყებს საყვარელ ქალს და ცდილობს, მასთან დაბრუნების გზას მიაგნოს.
ტრილოგიის ყველა ფილმი ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ „თეთრი“ ყველაზე გამორჩეულია.
პირველ რიგში, ის ძირითადად არა საფრანგეთში, არამედ პოსტ-სოციალისტურ პოლონეთშიგადაიღეს, რომელიც ჯერ კიდევ ატარებდა საბჭოთა ეპოქის მძაფრ კვალს.
მეორე მხრივ, განსხვავებით დანარჩენი ორი ნაწილისგან, ეს უფრო სევდიანი კომედიაა, ვიდრე დრამა.
ფილმმა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვი მოიპოვა.