,,ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ზღაპარი „სამი გოჭი,” ორიგინალური ინტერპრეტაციით გათამაშდება პატარა მაყურებლის წინაშე. ამჯერად, გოჭები მუსიკოსები არიან და დამოუკიდებელ ცხოვრებას გადაწყვეტენ. თუმცა, აღმოჩნდება რომ ეს არც თუ ისე მარტივია, რადგან ტყეში მშიერი მგელი ცხოვრობს. მგელი შეამჩნევს თუ არა სამ გოჭს, მაშინვე მიზნად მუსიკოსი ძმების შეჭმას დაისახავს. სწორედ აქ იწყება დიდი თავგადასავალი, სადაც გოჭები ერთმანეთის თანადგომით მგელს დაამარცხებენ.ამბავი, სამი გოჭის შესახებ, პატარა მაყურებელს მოუთხრობს, თავისუფლების გაფრთხილებასა და ერთმანეთის თანადგომაზე.”
2016 წლის 14 იანვრიდან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდთა თეატრის შემოქმედებითი პროცესი განახლებულ შენობაში გრძელდება. ისტორიულ შენობას თავისი ერთსართულიანი და საზაფხულო ფართით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.