სამი გოჭი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
სამი გოჭი

სამი გოჭი

სამი გოჭი
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან 16
advertising
ქართული

განრიგი

05.04.2025
შაბათი
16:00
16

აღწერა

ცნობილი ზღაპრის ორიგინალური თანამედროვე ვერსია ბევრი სიმღერითა თუ ცეკვით, იუმორით, სიყვარულითა და სიკეთით აღსავსე წარმოდგენა პატარებისთვის. ავტორი — დიმიტრი ხვთისიაშვილი დამდგმელი რეჟისორი — გია მარღანია ქორეოგრაფი — გია მარღანია მხატვარი — ნინო ჩიტაიშვილი თოჯინების მხატვარი — ვახტანგ ქორიძე მუსიკალური გაფორმება — ზურაბ გაგლოშვილი რეჟისორის თანაშემწე — ინგა კაჭახიძე მონაწილეობენ: მარიამ ჩუხრუკიძე, გია მარღანია, ანი ზამბახიძე, რამონა მიქელაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, გიორგი ოქრუაშვილი, ვანო დუგლაძე. ასაკი: 3+

ფოტო და ვიდეო

სამი გოჭი

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება