ოჯახური სისტემური განლაგების ვორქშოფების სერია
12 შეხვედრა -- 12 სხვადასხვა, მაგრამ ურთიერთგადახლართული თემა.
მართალია, მთლიანი პაკეტი 12 შეხვედრისგან შედგება, შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი ერთი ან მეტი თემა ინტერესისა და სურვილის მიხედვით და მხოლოდ შერჩეულ დღეს გვესტუმრო სივრცეში. დეტალები ქვემოთ, სარეგისტრაციო ბმულზე.
ამ სერიის მიზანი იმ უხილავი კავშრების გაცნობიერებაა, რომლებიც ჩვენს ცხოვრებსა და ურთიერთბებს მართავს. ეს არის ცნობილი თუ უცნობი, მოთხრობილი თუ უთქმელ ისტორიები, რომლებიც ხშირად ჩვენამდე დიდი ხნით ადრე დაიბადა, ჩვენს წინაპრებთან იღებს სათავეს, ჩვენამდე აღწევს და ჩვენს ემოციებზე, არჩევანსა და ურთიერთობებზე ახდენს გავლენას.
ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხო სივრცეს, სადაც სისტემური განლაგების მეთოდით შეძლებთ იმ დინამიკის დანახვას, რომელიც უკვე დიდი ხანია მოქმედებს თქვენს ცხოვრებაში, თუმცა შესაძლოა გიჭირდეთ ამის სიტყვებით გადმოცემა.
განლაგების ველში შესვლისას თითქოს დრო ჩერდება: უხმო მანიშნებლები, რომლებიც ადრე მხოლოდ ეჭვად გვესახებოდა, თანდათან იწყებს აჟღერებას და მტკიცე ხმად იქცევა; თანდათან იკვეთება ის წერტილები და ხაზები, თუ სად დაირღვა სიყვარულის ბუნებრივი მოძრაობა, რომელი განცდა ისწრაფვის გამოვლენისკენ და რა ემოციას სურს გათავისუფლება. თითოეული მოძრაობა უხილავი სისტემისეულ ჭეშმარიტებაზე მიგვითითებს — იმ ადგილზე, სადაც ჩვენი სულიერება და ბიოგრაფია ერთმანეთს ხვდება.
სერია თორმეტ თემას, თორმეტ წრეს აერთიანებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ქმნიან შინაგან ბარიერებს და გამოუთქმელი სიტყვების, განუცდელი გრძნობებისა და მოუმოქმედებელი ქცევების სათავედ იქცევიან.
მოინიშნეთ თქვენთვის სასრუველი თარიღი და თემა.
თარიღები:
1. 14 თებერვალი: დასაწყისი: წარსული, აწმყო მომავალი
2. 15 თებერვალი: თაობა ნაკადი და დრო
3. 28 თებერვალი: სიმტომი, როგორც გზავნილი.
4. 1 მარტი: სხეული, როგორც მეხსიერების საცავი და მოძრაობა
5. 14 მარტი: გზა დედის გულისკენ: პირველწყაროსთან დაბრუნება.
6. 15 მარტი: მე და მამა: ხმა ჩემი ცხოვრების გზაზე.
7. 28 მარტი: შორის სივრცე: მე და შენ, და ჩვენ
8. 29 მარტი: ფული, ფინანსები და წარმატება
9. 25 აპრილი: ჩრდილის ხმა სისტემურ ველში: ის, რაც ვერ ითქმის
10. 26 აპრილი: საიდუმლობები/უთქმელი ამბები
11. 9 მაისი: მიჯაჭვულობის ჭრილობები: უსაფრთხო კავშირის ძიებაში
12. 10 მაისი: დასასრული: წრის დახურვა და გამთლიანება
თემები:
1. დასაწყისი: წარსული, აწმყო, მომავალი. თორმეტი შეხვედრისგან შემდგარი ციკლის პირველი წრით დავიწყებთ მოგზაურობას. მოკლედ მიმოვიხილავთ თავად სისტემური განლაგების არსს, პროცესს, მოსაზრებებსა და გამოცდილებებს. გავიცნობთ ერთმანეთს და სისტემური წესრიგის უნივერსალურ კანონებს. მსუბუქად და თანდათანობით შევეხებით პირად და ოჯახურ ისტორიას დროის ჭრილში. შევხედავთ, როგორ მოქმედებს წარსული ჩვენი თუ ჩვენი წინაპრების გამოცდილება ჩვენს აწმყოზე და რა მიმართულებით ამოძრავებს მომავალს.
2. თაობათა ნაკადი და დრო. ვორქშოფის ფოკუსია თაობებს შორის გადაცემული სისტემური დინამიკები — ტკივილა, გარიყული ადამიანები, სისტემისადმი ერთგულება და რესურსები. განლაგების მეშვეობით შევხედავთ, რა ეკუთვნით წინაპრებს და რას ატარებთ თავად თქვენს ცხოვრებაში. შეხვედრის ფიგურა პასუხისმგებლობის დაბრუნება და სისტემური წესრიგის აღდგენაა.
3. სიმპტომი, როგორც გზავნილი. ფიზიკური ან ემოციური სიმპტომები ხშირად ჩვენი შინაგანი სისტემის მესინჯერები არიან. ისინი მიუთითებენ გადაუჭრელ კონფლიქტზე, განდევნილ გრძნობაზე ან ოჯახურ ისტორიაზე, რომელიც ყურადღებას ითხოვს. ამ ვორქშოფზე ვნახავთ, თუ როგორ შეიძლება სიმპტომი გადაიქცეს გზამკვლევად და არა დაბრკოლებად.
4. სხეული, როგორც მეხსიერების საცავი და მოძრაობა. ეს ვორქშოფი ფოკუსირდება სხეულის სიგნალებსა და სისტემურ მოძრაობებზე. განლაგებაში სხეული ხდება ინფორმაციის მატარებელი, რომელიც აჩვენებს გაყინულ, დამძიმებულ ან დაკარგულ მოძრაობას. პროცესი ხელს უწყობს ენერგიის გათავისუფლებას და ბუნებრივი დინამიკის აღდგენას.
5. გზა დედის გულისკენ: პირველწყაროსთან დაბრუნება. დედასთან კავშირი პირველია და ყველაზე ღრმად აყალიბებს იმას, თუ როგორ ვიღებთ სიყვარულს და როგორ ვითავსებთ ჩვენს ადგილს ცხოვრებაში. ვიმუშავებთ იმ დინამიკებთან, რომლებიც გვაძლიერებს ან ძალად გვაცლის, გვაჩერებს — სიყვარულთან, დამოკიდებულებასთან, უკმაყოფილებასთან, ერთგულებასთან.
6. მე და მამა: ხმა ჩემი ცხოვრების გზაზე. მამასთან ურთიერთობა ხშირად განსაზღვრავს ჩვენი მოქმედების, წარმატების, თავდაჯერებულობისა და საზღვრების განცდას. ამ სესიაზე შევეხებით იმ სისტემურ ისტორიებს, რომლებიც მამასთან კავშირით მოდის და ვნახავთ, თუ როგორ შეიძლება ამ ურთიერთობის ახალი, ჯანსაღი ფორმით აღდგენა.
7. შორის სივრცე: მე და შენ, და ჩვენ. პარტნიორული ურთიერთობა ყველაზე ხშირად ირეკლავს ჩვენს ოჯახურ სისტემას. აქ მუშაობა დაგვეხმარება დავინახოთ, თუ რა მოტივები, როლები ან დაუმუშავებელი თემები გადაგვაქვს წარსულიდან ახლო ურთიერთობებში და როგორ შეიძლება ეს წრე შენით დასრულდეს.
8. ფული, ფინანსები და წარმატება. თვალს მივადევნებთ ფულთან და წარმატებასთან დაკავშირებულ სისტემურ ერთგულებებსა და აკრძალვებს. შევხედავთ, სად არის ბლოკები, დანაშაულის გრძნობა ან შიში, რომელიც ოჯახურ ისტორიას უკავშირდება. მუშაობა მიმართულია ფულის ნაკადთან ჯანსაღი ურთიერთობის აღდგენაზე.
9. ჩრდილის ხმა სისტემურ ველში: ის, რაც ვერ ითქმის. ჩვენი ჩრდილოვანი მხარეა ის ნაწილები, რომლებიც სისტემაში უხილავად მოქმედებენ — უარყოფილი ემოციები, ჩახშობილი სურვილები და დავიწყებული გამოცდილებები. სისტემური განლაგების მეშვეობით შევეხებით ჩრდილს, როგორც რესურსს და არა პრობლემას, რათა ის ინტეგრაციისა და ძალის წყაროდ იქცეს.
10. საიდუმლობები და უთქმელი ამბები. ოჯახურ სისტემაში დამალულ ან უთქმელ ისტორიებს მოვაქცევთ ყურადღების ცენტრში. განლაგებაში შევხედავთ, როგორ მოქმედებს ეს სიმართლეები თაობებზე. პროცესი მიმართულია ხილვადობის, პატივისცემისა და შინაგანი სიმშვიდის აღდგენაზე.
11. მიჯაჭვულობის ჭრილობები: უსაფრთხო კავშირის ძიებაში. ვორქშოფი ფოკუსირდება მიჯაჭვულობის დარღვეულ გამოცდილებებზე, რომლებიც ურთიერთობებში ტკივილს და განმეორებად სცენარებს ქმნის. სისტემური განლაგებით შევხედავთ, თუ სად წარმოიშვა ჭრილობა, რომელი გამოცდილება დაგვრჩა ტრავმულად განურჩევლად იმისა, გვახსოვს თუ არა ის და როგორ შეიძლება მისი შერბილება. მუშაობა ხელს უწყობს უსაფრთხო კავშირის განცდის ჩამოყალიბებას.
12. დასასრული: წრის დახურვა და გამთლიანება. შეხვედრას ორი ფიგურა ექნება. ერთი თავად დასასრული, როგორც ამბის, ცხოვრების, წრეზე სიარულის თუ ტკივილის ლოგიკური განვითარება და მეორე, როგორც ციკლის ბოლო, მეთორმეტე შეხვედრა. საბოლოო ვორქშოფი ეძღვნება მთელი პროცესის ინტეგრაციას. შევაჯამებთ, რა შეიცვალა სისტემაში და სად აღდგა წესრიგი. წრის დახურვა აძლიერებს მიღებულ გამოცდილებას და ხსნის გზას ახალი ეტაპისთვის.
რატომ ოჯახური სისტემური განლაგება?
არსებობს თემები, რომლებიც მარტო მუშაობით რთულად იხსნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ფესვებს ჩვენამდე ბევრად შორეულ წარსულში შეგვიძლია გავადევნოთ თვალი. „ტრანსოფრმაციის წრე“ შენთვისაა თუ გინდა რომ:
• დაინახო ის, თუ რას იმეორებ შენდაუნებურად. სისტემური განლაგება საშუალებას გაძლევს კონკრეტულად დაინახო ის ისტორიები და დინამიკები, რომლებიც გავლენას ახდენს შენს ემოციებზე, ურთიერთობებზე, არჩევანებსა სხეულზე.
• გათავისუფლდე სიმძიმისგან, რომელიც შენი არ არის. ბევრი სიმპტომი, შიში, დაუცველობის გაცდა ან ქაოსი ოჯახურ სისტემაში იღებს სათავეს. ამიტომ ამ პროცესში შეგიძლია დააბრუნო ის, რაც შენი არ არის, შენ არ გეკუთვნის და შენ არ უნდა ზიდავდე და დაიბრუნო ის, რაც შენია.
• აღადგინო მშობლებთან ჯანსაღი კავშირები. ამ ურთიერთბებიდან ორი ძირითადი საყრდენი - სიყვარული და ძალა -- იღებს სათავეს. ამიტომ მათი დაბრუნება გაძლევს შინაგან სიმყარეს, მშვიდ ენერგიასა და სისტემაში საკუთარი ადგილის უფრო მკაფიო შეგრძნებას.
• უკეთ გაიგო შენი პარტნიორული ურთიერთობები. თუ ხარ ურთიერთობაში, დაინახავ, რა შემოგაქვს წარსულიდან ამჟამინდელ ურთიერთობაში. თუ არ ხარ ურთიერთბაში, უკეთ შეიგრძნობ, რა გიშლის ხელს, რა გჭირდება და რატომ დადიხარ ერთსა და იმავე წრეზე.
• მიიღო მხარდაჭერა და უსაფრთხო სივრცე, განიცადო რეალური ცვლილება და დახურო წრე, რომელიც შენამდე დაიწყო.
ერთი სიტყვით, გეპატიჟებით ტრანსფორმაციულ წრეზე მოგზაურობაში -- დასაწყისიდან დასასრულამდე. იქ, სადაც ოდესღაც სხვების ცხოვრებაში დაწყებული ამბავი შენით შეიძლება დასრულდეს -- სითბოთი, სიჩუმითა და სიყვარულით.
სარეგისტრაციო ფორმა,, თითოეული თემის აღწერა და დანარჩენი პირობები/დეტალები იხ. ბმულზე https://forms.gle/ZjWSmJb3KkVubQbx5
