TRACK / LOOP თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
TRACK / LOOP

TRACK / LOOP

TRACK / LOOP
16, მ. ზანდუკელის ქ.
advertising
ინგლისური

განრიგი

თარიღის არჩევა
21.02.2026
შაბათი
19:00
22.02.2026
კვირა
19:00
23.02.2026
ორშაბათი
19:00
24.02.2026
სამშაბათი
19:00
25.02.2026
ოთხშაბათი
19:00
26.02.2026
ხუთშაბათი
19:00
27.02.2026
პარასკევი
19:00
28.02.2026
შაბათი
19:00
01.03.2026
კვირა
19:00
02.03.2026
ორშაბათი
19:00
03.03.2026
სამშაბათი
19:00
04.03.2026
ოთხშაბათი
19:00
05.03.2026
ხუთშაბათი
19:00
06.03.2026
პარასკევი
19:00
07.03.2026
შაბათი
19:00
08.03.2026
კვირა
19:00
09.03.2026
ორშაბათი
19:00
10.03.2026
სამშაბათი
19:00
11.03.2026
ოთხშაბათი
19:00

აღწერა

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი გიწვევთ გამოფენაზე TRACK / LOOP:

გამოფენა „TRACK / LOOP” წარმოდგენილია უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) გამოფენის „მარსელ ოდენბახი - მშვიდი მოძრაობები. Tranquil Motions” ფარგლებში.

🗓️გამოფენის TRACK / LOOP გახსნის თარიღი: 19.02.2026
გამოფენა გაგრძელდება 11.03.2026-მდე. 

📍 მისამართი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის N16

🟨 გამოფენის გახსნის შემდეგ (19:30 საათზე) შედგება შეხვედრა-საუბარი მარსელ ოდენბახთან. შეხვედრას გაუძღვება ანა გაბელაია. 
ენა: ინგლისური 

აღწერა:

გამოფენა TRACK / LOOP ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში შექმნილ ექვს ვიდეონამუშევარს აერთიანებს და მათი საშუალებით აკვირდება როგორც ქვეყნისა და საზოგადოების ტრანსფორმაციას, ისე თავად მედიუმს - მის ესთეტიკას, ენასა თუ ფორმას.

ეს ნამუშევრები სხვადასხვა დეკადას და, შესაბამისად, განსხვავებულ პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტებს წარმოადგენს - პოსტსაბჭოთა, დამოუკიდებლობის საწყისი წლებიდან, ტრანზიციის, კრიზისის, სტაბილიზაციის მცდელობებისა და ახალი პოლიტიკური რეალობების ფორმირებამდე. ისინი, ერთი მხრივ, საკუთარ დროის კონკრეტულ პრობლემებზე საუბრობენ, თუმცა მათი სათქმელი დღევანდელობისთვისაც მკვეთრად რელევანტურად ჟღერს. 

TRACK / LOOP ამ ნამუშევრებს შორის დიალოგს ქმნის და გვთავაზობს დავფიქრდეთ დროის აღქმაზე - ისტორიის ხაზოვან თუ ციკლურ ბუნებაზე. თითქოს გზა, რომელზეც საზოგადოება უკვე ოთხი ათწლეულია მოძრაობს, მარყუჟად გადაიქცევა ხოლმე და,პროგრესის, ცვლილებისა და მოძრაობის განცდის მიუხედავად, გარკვეული თემები, ტრავმები და კითხვები მუდმივად ბრუნდება.

ვიდეო აქ არა მხოლოდ დაკვირვების ინსტრუმენტია, არამედ მეხსიერების, კრიტიკისა და წინათგრძნობის სივრცეც. ის გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ერთი და იგივე რეალობა სხვადასხვა დროს განსხვავებულად იკითხებოდეს და როგორ შეიძლება წარსული მოულოდნელად აწმყოს კომენტარად იქცეს. 

გამოფენის კურატორი: ანა გაბელაია

🟦 უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) გამოფენის „მარსელ ოდენბახი - მშვიდი მოძრაობები. Tranquil Motions” დათვალიერება შეგიძლიათ თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში )
მარსელ ოდენბახის გამოფენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: https://shorturl.at/4pjOQ

ფოტო და ვიდეო

TRACK / LOOP

ადგილი

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
ენა. კულტურა. გერმანია. ჩვენ ხელს ვუწყობთ გერმანული ენის ცოდნას საქართველოში და ვინარჩუნებთ საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობას.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება