მოხარული ვართ მოგიწვიოთ ყოველწლიურ კონფერენციაზე “სტანდარტები ტურიზმში” რომელიც მომართულია ცნობიერების ამაღლებაზე და არის პლატფორმა სადაც ადგილობრივი პროფესიონალები და საერთაშორისო ექსპერტები აზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ხედვებს.
ორგანიზატორი - საქართველოს ტურიზმის ასოციაცია;
ყოველწლიურად 350-მდე დელეგატთა რაოდენობა ;
საერთაშორისო მომხსენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან;
ოფიციალური მხარდამჭერები: თბილისის მერია;
სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
ღონისძიება მოიცავს 3 სხვადასხვა სესიას:
პირველი სესია - "მდგრადი დანიშნულების ადგილი"- სადაც მოწვეული სტუმარი იქნება კოკო თანგი - გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოს ბორდის წევრი; https://www.gstc.org
მეორე სესია - "სასტუმრო და განთავსება" - სადაც განხილული იქნება სასტუმროს კლასიფიკაციის და შეფასების კრიტერიუმები, სისტემის ახლებული მოდელი თანმხლები მდგრადი რეკომენდაციებით.
მესამე სესია - ვორკშოპი "ტურ-ოპერირება" (Tour-operating) - ჩატარდება პრაქტიკული ტრეინინგი და ვორკშოპი რომელსაც გაუძღვება შვეიცარიიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი და პროფესორი.
მოინიშნეთ 22 სექტემბერი და შემოგვიერთდით ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც მოგცემთ საშუალებას ჩაერთოთ დისკუსიაში, გაზარდოთ პარტნიორთა რაოდენობა და განაახლოთ თქვენი პროფესიონალიზმი.